fbpx

2 Marijani str., Tbilisi, Georgia

Call Us: +995 598 51 11 51

სრულად დაფინანსებული ერთწლიანი Mentorship Program

სრულად დაფინანსებული ერთწლიანი American mentorship program in Georgia: გახდი მომავალი თაობის სამაუწყებლო ინჟინერი!

გაინტერესებთ სამაუწყებლო ინჟინერია? გაქვთ სურვილი, რომ აითვისოთ პროფესია, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე მეტად მოთხოვნადია? მაშინ ეს უნიკალური შანსი სწორედ თქვენთვისაა!

ამერიკული ორგანიზაცია The Society of Broadcast Engineers (SBE) და აღმოსავლეთ ევროპის სამაუწყებლო ინჟინერთა ასოციაცია (IEEBE) აცხადებენ კონკურსს, სადაც მხოლოდ ერთი გამორჩეული კანდიდატი მიიღებს სრულად დაფინანსებულ, ერთწლიან მენტორშიფის პროგრამაში მონაწილეობას.ეს არის უნიკალური შანსი, შეიძინოთ ახალი პროფსია, აითვისოთ ახალი სტანდარტები, გაეცნოთ გლობალურ ტენდენციებს და მოამზადოთ საფუძველი საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული კარიერისთვის, საქართველო დატოვების გარეშე. Apply


რატომაა American mentorship program in Georgia ასეთი გამორჩეული?

      1. მენტორინგი პირდაპირ ამერიკიდან
            • სწავლების პროცესი წარიმართება ამერიკელ მენტორთან ერთად, რომელსაც მრავალი წლის პრაქტიკული გამოცდილება აქვს სამაუწყებლო ტექნოლოგიებში.

            • უპირატესობა: მიიღებთ უნიკალურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც ადგილობრივად რთულად ხელმისაწვდომია.

        1. ინტერაქცია სფეროს ლიდერებთან
              • წლის განმავლობაში ჩაერთვებით საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოპებში, შეხვდებით დარგის პროფესიონალებსა და მომავალ დამსაქმებლებს.

              • უპირატესობა: კარიერის დასაწყისშივე შეიძენთ საჭირო კონტაქტებს, რაც ხელს შეგიწყობთ სწრაფ დაწინაურებაში.

          1. ექსკლუზიური წვდომა რესურსებსა და ცოდნაზე
                • პროგრამის ფარგლებში გექნებათ წვდომა მოწინავე სასწავლო მასალებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უშუალო ურთიერთობა გექნებათ ამერიკელ ინჟინერებთან, რომლებიც მუდმივად მოგცემენ უკუკავშირს.

                • უპირატესობა: უშუალოდ გაეცნობით ამერიკულ სტანდარტებს, რაც თქვენს პროფილს კონკურენტუნარიანს გახდის.

            1. ადაპტაცია ამერიკულ სტანდარტებთან
                  • ეს არის შანსი ჩაერთოთ აშშ-ს სამაუწყებლო სტანდარტებში, იცოდეთ გლობალური ტენდენციები და გამოიყენოთ ისინი ადგილობრივ ბაზარზე.

                  • უპირატესობა: შეისწავლით ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ითვლება სფეროს „ოქროს სტანდარტად“.

              1. ოფიციალური სერტიფიცირება
                    • პროგრამის დასრულებისას გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ Certified Broadcast Engineer -ის გამოცდა, რომლის კვალიფიკაციაც აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ეს გახდება თქვენი „ბილეთი” საერთაშორისო წარმატებისკენ.

                    • უპირატესობა: ეს თქვენს რეზიუმეს უმაღლეს დონეზე აიყვანს და დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.

                1. რეკომენდაციები
                      • კარიერის დასაწყისში რეკომენდაცია უმნიშვნელოვანესია. წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებთ რეკომენდაციებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ექსპერტებისგან, რაც კარიერულ დაწინაურებაში დიდ უპირატესობას მოგცემთ.

                      • უპირატესობა: კარიერის საწყის ეტაპზე დიდი უპირატესობა და მხარდაჭერა.


                ვინ შეიძლება გახდეს American mentorship program in Georgia მონაწილე

                    • ასაკი: 18–25 წელი

                    • მოქალაქე: საქართველოს მოქალაქე

                    • მოტივაცია:: ძლიერი ინტერესი სამაუწყებლო ინჟინერიისა და მედია-ტექნოლოგიების მიმართ

                    • კვალიფიკაცია: ინგლოსური ენის B2 დონეზე ცოდნა.

                    • ხანგრძლივობა:: ერთი წელი, სრული დატვირთვით

                    • ადგილების რაოდენობა:1 (გამარჯვებული მიიღებს სრულად დაფინანსებას)


                  როგორ წარიმართება კონკურსი?

                  რეგისტრაცია
                  შეავსეთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა, რომელშიც ატვირთავთ სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილებს. დეტალურად აღწერეთ თქვენი მიზნები და მოტივაცია, რატომ გსურთ გახდეთ სამაუწყებლო ინჟინერი.

                  შეფასება და გასაუბრება
                  კომისია შეაფასებს თქვენს განაცხადს, ჩაატარებს გასაუბრებას, სადაც უკეთ გაეცნობა თქვენს შესაძლებლობებს ამ სფეროში.

                  გამარჯვებულის გამოვლენა
                  მხოლოდ ერთი გამორჩეული მონაწილე შეირჩევა ამ პრესტიჟულ პროგრამაში ჩასართავად.


                  Why should you apply?

                  ეს სამაუწყებლო ინჟინერია? უნიკალური შანსია, რომელიც გაძლევთ საშუალებას:

                      • შეისწავლოთ ამერიკული სტანდარტები, საქართველოდან გაუსვლელად,

                      • მიიღოთ გლობალური ცოდნა სამაუწყებლო ინჟინერიაში,

                      • მოიპოვოთ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი,

                      • შეუერთდეთ სამაუწყებლო ინჟინერიიის ელიტარულ ქსელს მსოფლიო მასშტაბით.


                    Apply now!

                        • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:: 4 მარტი

                      გადადგით პირველი ნაბიჯი Certified Broadcast Engineer Certified Broadcast Engineer-ის სტატუსისკენ და გახდით საინჟინრო სფეროს პრესტიჟული საზოგადოების წევრი!

                      #BroadcastEngineering #Mentorship #AmericanStandards #CertifiedBroadcastEngineer #CareerGrowth #SBE #IEEBE #ApplyNow

                      ka_GEGeorgian