fbpx

2 Marijani str., Tbilisi, Georgia

Call Us: +995 598 51 11 51

სამაუწყებლო ინჟინერია და საჯარო გამოსვლის ტექნიკა

Play Video

სამაუწყებლო ინჟინერია და საჯარო გამოსვლის ტექნიკა

IEEBE, აღმოსავლეთ ევროპის სამაუწყებლო ინჟინერთა გაერთიანება, გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გაიაროთ კურსი და სერთიფიცირების პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ამერიკული სამაუწყებლო ინჟინერთა ასოციაციის (SBE) მრავალწლიან გამოცდილებაზე.

კურსი აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას და კომუნიკაციის უნარებს, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ მედია სფეროში წარმატებული და თავდაჯერებული პროფესიონალი. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს პროფესიონალურ სტუდიაში, რომელიც მოგამზადებთ რეალური სამუშაო გარემოსთვის და განამტკიცებს თქვენს ცოდნას.

კურსი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს სხვადასხვა ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს მედია და სამაუწყებლო ინდუსტრიაში წარმატების მიღწევაში.

რატომ უნდა აირჩიოთ ეს კურსი?

  • ექსკლუზიური წევრობა: კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები ავტომატურად მიიღებენ ამერიკის სამაუწყებლო ინჟინერთა ასოციაციის (SBE) და აღმოსავლეთ ევროპის სამაუწყებლო გაერთიანების (IEEBE) ერთწლიანი წევრობის სტატუსს.
  • ულიმიტო წვდომა რესურსებზე კურსდამთავრებულებს 1 წლის განმავლობაში ექნებათ ულიმიტო წვდომა SBE-ს წიგნებსა და სასწავლო მასალებზე, ოფიციალურ ვებინარზე, ონლაინ უნივერსიტეტზე და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  • ექნებათ შესაძლებლობა ჩააბარონ დამატებითი გამოცდა და მიიღონ ამერიკული სერთიფიკატი. დამატებითი პროგრამა მოიცავს: 2 დღიან ტრეინინგს სერთიფიცირების მომზადებისთვის, სასერთიფიკატო აპლიკაციის შევსებას, საგამოცდო ფურცლის გამოთხოვას აშშ დან, გამოცდის მონიტორინგის, თქვენი ტესტის გადაგზავნას და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ამერიკული სერთიფიკატის მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე, ან სურვილისამებრ ამერიკის შეერთებულ შტატებში. (არ შედის კურსის ღირებულებაში)
  • პროფესიული აღიარება SBE წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ ასოციაციას, რომლის წევრობა თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს. SBE-ის ლოგო თქვენს პროფილზე ნიშნავს, რომ თქვენი ცოდნა და უნარები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

 

ამერიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ შედგენილი პროგრამა

კურსის პირველი ნაწილი (ტექნიკური მხარე) შექმნილია შეერთებულ შტატებში და ის დაწერილია ამერიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ:

  • Dane E. Ericsen, რომელიც გახლდათ წამყვანი ინჟინერი Hammet & Edison ში (San Francisco), მისი დაწერილია NAB Engineering Handbook და სხვა უმარავი სამაუწყებლო ლიტერატურა. NAB Engineering Handbook, and other essential broadcast literature.
  • Douglas W. Garlinger, მეორე თანაავტორი გახლავთ Douglas W Garlinger ი, ის გახლდათ ტექნიკური დირექტორი Indiana-based LeSEA სამაუწყებლო კორპორაციის 23 წლის განმავლობაში და ეხლა მუშაობს Senior Broadcast Engineer ად Qualcomm MediaFLO ში. ის ასევე გახლდათ KHON-TV2 ის და KGMB-TV ის ტექნიკური დირექტორი, ასევე NBC ში ცენტრალური სამაუწყებლო ინჟინერი და DTV RF ის ცენტრალური სპეციალისტი.
  • Joe Snelson, მესამე თანაავტორი გახლავთ Joe Snelson ი რომელიც არის ტექნიკური დირექტორი Meredith Broadcast Group ის ასევე ტექნიკური დირექტორი KCTV, CBS და სხვა მრავალი ტელეკომპანიის.

 

ადგილები შეზღუდულია! არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა – დარეგისტრირდით დღესვე

ინფორმაცია:

 15 ლექცია

 35 საათი

 5 კვირა

ლექტორები

დავით რობაქიძე

ლექტორები

მაკა დარსაველიძე

კურსი გაძლევთ არამხოლოდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებულ უმაღლესი დონის სერთიფიკატს და ამერიკული სამაუწყებლო ინჟინერთა ასოციაციის (SBE) ერთწლიანი წევრობის სტატუსს.

ვისთვის არის კურსი:

რას მოიცავს პროგრამა?

მოდული 1: სამაუწყებლო ინჟინერიის საფუძვლები

სიღრმისეული თეორია და პრაქტიკული გამოცდილება სამაუწყებლო ტექნოლოგიებში, ვიდეო და აუდიო მონიტორინგი, IP ტექნოლოგიები და თანამედროვე ინოვაციები. გაიგებთ დეტალურად სამაუწყებლო ტექნოლოგიის კომპონენტებს და მათი მუშაობის პრინციპებს. იმუშავებთ რეალურ სტუდიაში, სადაც შესაძებლობა გექნებათ პრაქტიკაში განახორციელოთ თეორიული ცოდნა.

  • სამაუწყებლო სისტემების მექანიზმი: როგორ მუშაობს ტელევიზია ამერიკული სტანდარტებით; ვიდეო გამოსახულების ფორმატები და სატელევიზიო რეგულაციები.
  • IP და ტექნოლოგიური ცვლილებები: როგორ მიმდინარეობს გარდატეხა ტრადიციულიდან IP სტანდარტებზე, ST-2110, NDI, Dante და სხვა.
  • ტექნიკური პრობლემების გადაჭრა: როგორ მართოთ კრიტიკული სიტუაციები და შეინარჩუნოთ მაუწყებლობის ხარისხი.
მოდული 2: კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები

სწავლების უნიკალური სტილი, რომელიც მორგებულია როგორც კამერის წინ პრეზენტაციაზე, ასევე აუდიტორიასთან ურთიერთობაზე, რაც აუცილებელია თანამედროვე მედია სივრცეში წარმატების მისაღწევად.

  • საჯარო გამოსვლა და აუდიტორიასთან ინტერაქცია: სწავლობთ როგორ გადმოსცეთ თქვენი აზრები და მოახდინოთ აუდიტორიაზე ზეგავლენა.
  • თვითპრეზენტაცია და ბრენდინგი: როგორ შექმნათ პირადი ბრენდი, რომელიც დაგეხმარებათ მედია სივრცეში კარიერის ჩამოყალიბებაში.
  • სიტყვით გამოსვლის უნარების გაუმჯობესება: კომუნიკაციის ტექნიკები, აუდიტორიასთან ეფექტური კონტაქტის დამყარება, ემოციური გავლენა და ეფექტური ზემოქმედების სტრატეგიები.

ლექტორები:

428013018_369497062498625_6966571185231065844_n - Copy

დავით რობაქიძე

CTO / LECTURER

სამაუწყებლო სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პროფესიონალი. განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. არის აშშ-ში ლიცენზირებული სამაუწყებლო ოპერატორი და სერტიფიცირებული სამაუწყებლო ინჟინერი. დავით რობაქიძე არის IEEBE-ის თავმჯდომარე და კომპანია “ინოვატორის” ტექნიკური დირექტორი.

maka-image

მაკა დარსაველიძე

LECTURER

სტრატეგიული კომუნიკაციების ლექტორი, ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სტრატეგიულ კომუნიკაციებს, ჟურნალისტიკას, მენეჯმენტს, საერთაშორისო ურთიერთობებს, მედიასთან ურთიერთობებს, ბიზნეს განვითარებას და აკადემიურ სწავლებას.

კურსის სილაბუსი

მოდული 1: სამაუწყებლო ინჟინერიის საფუძვლები (15 საათი)

კვირა 1: მაუწყებლობის საფუძვლები

სესია 1: მაუწყებლობის შესავალი

  • სამაუწყებლო სისტემების მიმოხილვა
  • მაუწყებლობის ისტორია და ევოლუცია
  • მაუწყებლობის მედიის ტიპები (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი)
  • ამერიკული სტანდარტის მიხედვით ტელევიზიის მუშაობის ტიპები, როგორც ბიზნეს ასევე ტექნოლოგიური პროცესის სწორად და სტანდარტებისამებრ დალაგება.
  • ვიდეო სიგნალის გავრცელების ტიპები, სიხშირეები, დიაპაზონები და ა.შ.
  • ვიდეო სტანდარტები, გადაცემის ტიპები და ა.შ.
  • სატელევიზიო რეგულაციები და რეკომენდაციები

Session 2: ვიდეო და აუდიო მონიტორიგის სისტემები.

  • როგორ მუშაობს ტელევიზია
  • საეთერო და სააპარატო ინჟინრის მოვალეობები
  • აუდიო ვიდეო მონიტორინგი
  • სინქრონიზაცია
  • ვიდეო გამოსახულების ფომრმატები და ტიპები
  • ინჟესტირება და თაიმინგი
  • სიგნალის მიმღები და გადამცემი მოწყობიობები
  • სარეზერვო სისტემები
  • სტუდიები და მასში ტექნიკის განლაგება
  • მასალის შემნახველი სისტემები

Session 3: სიგნალის აღწარმოების სისტემები.

  • ვიდეო ფლეიუათ და ჩაწერის სერვერები
  • ვიდეო და აუდიო ფაილების Worflow.
  • სატელიტური და Mivrowave გადამცემი სისტემები
  • ვიდეო სიგნალის გადაცემის ჯაჭვი
  • ხმის დათვლის სისტემები
  • აუდიო სისტემები
  • სამაუწყებლო სისტემის თრაბელშუთინგი
  • მონიტორინგის სისტემები
  • ამერიკული რეგულაციები (ოფციონალური)
  • დამატებითი სტანდარტები როგორიცაა (DTV ; RSIP ; RF ; ATSC ; Digital Audio ; Video Compressions ; Image artifacts ; Signal to noise ratio ; Error vectoring magnitude (EVM)

 

კვირა 2: IP ტექნოლოგიები

Session 4: თანამედროვე ტექნოლოგიები, სამაუწყებლო კომპლექსის მომავალი.

  • რა შედის IP ტელევიზიაში; როგორ შეიცვლება არსებული სისტემები IP სისტემებით
  • რა არის ST 2110
  • ST-2110 მონიტორინგი
  • IP ტელევიზიის სტანდარტების განხილვა
  • IP სტანდარტების როუდმაპი
  • განსხვავებები პლიუსები და მინუსები 2110 ის SDI ისთან მიმართებით

Session 5: განათების ტექნიკა.

  • რა არის NMOS ი
  • როგორ მუშაობს NMOS ი
  • COTS vs Proprietary Routers
  • PTP დიზაინი IP ქსელებში
  • მაგალითები იმ ტელევიზიებიდან ვინც უკვე იყენებს ST 2110 ს
  • ST-2110 ის თრაბელშუთინგი

Session 6: მულტიმედიური სისტემები.

  • ზოგადი IP სიგნალების თრაბელშუთინგი და დამხმარე მოწყობილობები
  • ოპტიკური კაბელები და მათი გამოყენება ტელევიზიაში IP სტანდარტით
  • რა არის NDI
  • როგორ მუშაობს NDI
  • NDI ის ფუნქციები
  • მულტიმედიური სისტემები IP ის გამოყენებით მარტივი პირდაპირი ეთერისთვის
 

Week 5: კურსის შეჯამება

  • ფინალური პროექტის წარდგენა.
  • მასალის გადახედვა

მოდული 2: კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები

კვირა 3

სესია 1 : საჯარო გამოსვლის ტექნიკა და პრეზენტაციის უნარები / როგორ მოვემზადოთ და დავძლიოთ შიში – stage fright!

  • როგორ გამოვიყენოთ სიტყვები ოსტატურად მიზნების მისაღწევად, კავშირების დასამყარებლად და გარშემომყოფებზე გავლენის მოსახდენად
  • კომუნიკაციის ტექნიკები და საჯარო გამოსვლის ხერხები: თანმიმდევრული სისტემა საჯარო გამოსვლის შიშის დასაძლევად და თავდაჯერებულობის ასამაღლებლად
  • როგორ მოვახდინოთ ეფექტიანი კომუნიკაცია საჯარო გამოსვლის ან პრეზენტაციის დროს.
  • თვითწარდგენა / self-presentation, როგორც აუდიტორიისთვის თავის წარდგენის საშუალება:
    • როგორ წარმოვაჩინოთ თავი და რატომ?
    • რომელ აუდიტორიასთან ვისურვებდით პრეზენტაციის წარდგენას და რატომ?
    • რა იქნება პრეზენტაციის ზოგადი და კონკრეტული მიზანი?
    • რა ტექნიკას გამოვიყენებთ მეტი დამაჯერებლობისთვის და აუდიტორიაზე ემოციური ზეგავლენის მოხდენის მიზნით?
    • როგორ გამოვიწვიოთ აუდიტორიის სოციალური აქტიობა?
    • არავერბალური კომუნიკაციის რა საშუალებები გამოვიყენოთ თვითწარდგენისას?

Session 2: აუდიტორიის ტიპები:

  • აუდიტორიის ტიპები – პოზიტიური ნეგატიური, ნეიტრალური – რა უნდა ვიცოდეთ აუდიტორიის შესახებ? / აუდიტორიის წინასწარი შესწავლის ხერხები და მეთოდები
  • აუდიტორიის რა მახასიათებლებია გასათვალისწინებელი პრეზენტაციის
  • შინაარსობრივი ნაწილის განსაზღვრისას?
  • რა მახასიათებლებით განისაზღვრება აუდიტორიის ტიპი (დამოკიდებულება, ცოდნა, ინტერესი).
  • აუდიტორიასთან ინტერაქცია / როგორ გამოვიყენოთ აუდიტორიასთან ინტერაქციისას სამი მნიშვნელოვანი ტექნიკა – სოციალური აქტიობა, ემოციური გავლენა და სიახლის წარმოჩენა?
  • აუდიტორიის ფსიქოლოგია, ანალიზი და ადაპტაციის პროცესი:
    • როგორ მოვახდინოთ აუდიტორიასთან ადაპტაცია და იდენტიფიკაცია
    • როგორ გამოვიყენოთ უნივერსალური თემები (პრაქტიკული მაგალითები ბრენდების მარკეტინგული კამპანიებიდან)
    • მოვახდინოთ იდეების პერსონალიზაცია
    • მოვახდინოთ თემის აუდიტორიასთან დაკავშირება
    • გამოვიყენოთ მაგალითები (მოკლე, გაფართოებული, ჰიპოთეტური)
    • როგორ გამოვიყენოთ აუდიტორიის სიტუაციური ანალიზი – ცოდნა,

Session 3: საჯარო გამოსვლის ორგანიზება:

  • საჯარო გამოსვლის ორგანიზება და თხრობის ტექნიკა – უკეთესი აღქმისთვის,
  • ეფექტისთვის და შედეგისთვის.
  • ძირითადი ტექსტის მომზადება
  • ტესტიმონიალი:
    • ტესტიმონიალი, როგორც აუდიტორიაზე ემოციური ზეგავლენის მოხდენის საშუალება
    • როგორ გამოვიყენოთ ტესტიმონილი აუდიტორიის დარწმუნების მიზნით და მეტი დამაჯერებლობისთვის? გამოვიყენოთ expert testimonial-s და lay / peer testimonial-ს?
    • წყაროს სანდოობა და დინამიზმი

კვირა 4:

Session 4: საინფორმაციო პრეზენტაცია:

  • როგორ დავგეგმოთ საინფორმაციო პრეზენტაცია და განვსაზღვროთ საინფორმაციო პრეზენტაციის მიზნები.
  • როგორ უნდა პასუხობდეს საინფორმაციო პრეზენტაცია ადამიანის ყოველდღიურ საჭირობებს (in-basket agenda-ს)?
  • როგორია აუდიტორიის პოზიტიური მოტივაციის თავისებურებები.

Session 5: დამარწმუნებელი პრეზენტაცია

  • დარწმუნების სტრატეგიის ეთიკური და არაეთიკური ხერხები:
  • რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს დარწმუნებას სამოტივაციო პრეზენტაციის დროს?
  • არგუმენტაციის რა მეთოდები გამოიყენება სამოტივაციო პრეზენტაციის დროს?
  • როგორ მოვახდინოთ მოტივაციო პრეზენტაციის ორგანიზება და რა ხერხები არსებობს პრეზენტაციის ორგანიზებისთვის? (ოთხი ხერხი)
    • დარწმუნების ფსიქოლოგია და მეთოდები:
    • როგორ რეაგირებენ ადამიანები მათი შეხედულებების საწინააღმდეგო / დისონანსურ მოსაზრებებზე და რა შემთხვევაში ხდება დისონანსის შედეგად დამოკიდებულების შეცვლა?

Session 6: ემოცია, როგორც დარწმუნების სტრატეგია

  • დარწმუნების სტრატეგია და აუდიტორიაზე ემოციური ზემოქმედება
    • როგორ ხდება აუდიტორიაზე ემოციური ზემოქმედება სხვადასხვა ემოციის გამოწვევით და რომელი ემოციის გამოწვევა ხდება ყველაზე ხშირად დამარწმუნებელ კომუნიკაციაში
    • ემოცია, როგორც დარწმუნების სტრატეგია თუ არაეთიკური კომუნიკაცია?

Session 7: არავერბალური კომუნიკაცია:

  • არავერბალური კომუნიკაცია, როგორც აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამატებითი
  • როგორ დავიცვათ ბალანსი ფორმასა და შინაარსს, არავერბალურ და ვერბალურ კომუნიკაციას შორის (Delivery style)
  • უკუკავშირი პრეზენტაციის მიმდინარეობისას
  • Improvisation techniques for handling unforeseen situations.

Week 5:

  • კურსის შეჯამება

    • გუნდების ფორმირება და როლების განაწილება
    • პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა
    • პრეზენტაციის სტრატეგია
    • კამერასთან მუშაობა და პირდაპირი ეთერის მართვა
    • პროექტების შეფასება, უკუკავშირი და კარიერული რეკომენდაციები

     

კურსის ღირებულება 1200 ₾

  • განაცხადის პროცესი:

    • ნაბიჯი 1: რეზიუმეს განხილვა
    • ნაბიჯი 2: შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

კურსის შეფასება:

  • მონაწილეობა და დასწრება: 20% 20%
  • დავალებები და სემინარები: 30% 30%
  • პროექტი (ტექნიკური): 25% 25%
  • ფინალური პრეზენტაცია (კომუნიკაცია): 25% 25%

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი

  • საერთო ხანგრძლივობა: 5 კვირა
  • შეხვედრები კვირაში: 3 დღე
  • საათები თითო შეხვედრაზე: 2.5
  • მოდული 1: 6 სესია
  • მოდული 2 6 სესია
  • ფინალური პროექტი 3 sessions

სასწავლო გარემო თეორიის და პრაქტიკის კომბინაცია, პროფესიონალურ სტუდიაში მუშაობის შესაძლებლობა.

  • სტუდენტები და კურსდამთავრებულები (მედია, კომუნიკაციის, ინჟინერიის ან მონსათესავე სფეროები):
    რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და უნარების განვითარებას კარიერული წარმატებისთვის. სურთ გააძლიერონ თავიანთი რეზიუმე და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები.

    სარგებელი მათთვის: რეალური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც დაეხმარება კარიერული გზის დასაწყებად. ნეთვორქინგის შესაძლებლობები სფეროს წამყვან პროფესიონალებთან.

  • მომავალი მედია პროფესიონალები:
    ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ მედია და მაუწყებლობის სფეროში, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება ან ცოდნა. ახალი კარიერის მაძიებლები, რომლებსაც სურთ ახალი მიმართულებით განვითარება.

    სარგებელი მათთვის: სარგებელი მათთვის: ტექნიკური და კომუნიკაციის უნარების კომბინაცია, რაც მათ გამოარჩევს შრომით ბაზარზე. პრაქტიკული პროექტები, რომლებიც დაეხმარებათ პორტფოლიოს შექმნაში.

  • ვლოგერები და კონტენტ კრეატორები:
    YouTube-ის, TikTok-ის და სხვა პლატფორმების კონტენტის შემქმნელები, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ტექნიკური უნარები და კონტენტის ხარისხი. პოდკასტერები და ბლოგერები, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი აუდიტორია.

    სარგებელი მათთვის: სარგებელი მათთვის: აუდიო და ვიდეო წარმოების ტექნიკური ცოდნის გაღრმავება. კამერის წინ პრეზენტაციის უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს აუდიტორიასთან უკეთეს კომუნიკაციას.

  • მედია პროფესიონალები, რომლებსაც სურთ უნარების განახლება:
    ჟურნალისტები, რედაქტორები, ოპერატორები და სხვა მედია პროფესიონალები, რომლებსაც სურთ შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები და ტენდენციები. ტექნიკური პერსონალი, რომელსაც სურს გააფართოვოს თავისი უნარების სპექტრი.

    სარგებელი მათთვის: სარგებელი მათთვის: ახალი ტექნოლოგიების და მაუწყებლობის თანამედროვე ტენდენციების გაცნობა. კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება, რაც დაეხმარება პროფესიულ ზრდაში.

  • მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტები:
    მარკეტინგის, PR-ის და კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ კონტენტის შექმნის და მიწოდების უნარები. სოციალური მედიის მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ შექმნან უფრო ეფექტური ვიზუალური და აუდიო კონტენტი.

    სარგებელი მათთვის: სარგებელი მათთვის: მედია წარმოების ტექნიკური უნარების ათვისება. დამაჯერებელი კომუნიკაციის და საჯარო გამოსვლის ტექნიკების განვითარება. • 6. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს: ყველა, ვისაც აინტერესებს

  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს:
    ყველა, ვისაც აინტერესებს მაუწყებლობის ტექნიკური და კონტენტური ასპექტები, მიუხედავად გამოცდილებისა. კრეატიული ადამიანები, რომლებიც ეძებენ ახალ გზებს თავიანთი იდეების გამოსახატავად.

    სარგებელი მათთვის: სარგებელი მათთვის: ახალი უნარების აღმოჩენა და განვითარება. პირადი და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები:
შეძლებენ იმუშაონ სამაუწყებლო და პროფესიონალურ აპარატურასა და სისტემებთან.

თქვენ მიიღებთ სიღრმისეულ ცოდნას სამაუწყებლო ტექნოლოგიებში, რომელიც მოიცავს როგორც საფუძვლიან თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლას. ეს ცოდნა დაგეხმარებათ იმუშაოთ ნებისმიერი ტიპისა თუ ბრენდის აპარატურასთან. თქვენი უნარები არ იქნება მიბმული კონკრეტულ მწარმოებელზე, რაც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად მართოთ ნებისმიერი ბრენდის მოწყობილობა.

ექნებათ live სისტემებთან მუშაობის სიღრმისეული ცოდნა.

ჩვენ არამხოლოდ შეგასწავლით პირდაპირი ეთერისთვის საჭირო სისტემებს, არამედ გაგიზიარებთ ტრენდებს და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკავშირდება live ტრანსლაციას—სატელევიზიო, საკონცერტო, ონლაინ პლატფორმებზე და სხვა. ჩვენგან შეძენილი უნარებით, თქვენ შეძლებთ გააანალიზოთ, რა ტექნიკური საშუალებები გჭირდებათ ამა თუ იმ გადაცემისთვის და გამოიყენოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი.

გაიგებენ დეტალურად თუ რისგან შედგება სამაუწყებლო კომპლექსი

შეისწავლით ამერიკული სტანდართით თუ როგორ მუშაობს ტელევიზია, საეთერო და სააპარატო; რა არის მათი მოვალეობები. თქვენ გაიგებთ აუდიო ვიდეო მონიტორინგის, სინქრონიზაციის, ვიდეო გამოსახულებების და ფორმატების, სარეზერვო სისტემების, ფლეიაუთ და ჩამწერი სისტემების, სატელიტური და გადამცემი მოწყობილობების, ხმის დათვლის და სხვა სისტემების შესახებ

შეისწავლიან თანამედროვე IP ტექნოლოგიების საფუძვლებს.

კურსი მოიცავს სრულ ინფორმაციას რათა მოგამზადოთ მომავლისთვის, როდესაც სტანდარტული SDI გადაწყვეტილებები იცვლება IP ტექნოლოგიით. მათ შორის ST-2110, 2020, NDI, Dante, Livewire, JPEG-2K და სხვა IP ტექნოლოგიებს. შეძლებენ საჯარო გამოსვლის უნარების ეფექტურად გამოყენებას

მონაწილეები დაძლევენ საჯარო გამოსვლის შიშს (stage fright) და გაიუმჯობესებენ თავდაჯერებულობას.

ისინი დაეუფლებიან კომუნიკაციის ტექნიკებს, რომლებიც საშუალებას მისცემთ ოსტატურად გამოიყენონ სიტყვები მიზნების მისაღწევად, კავშირების დასამყარებლად და გარშემომყოფებზე გავლენის მოსახდენად. გაიგებენ, როგორ გამოიყენონ თვალებით კონტაქტი, სხეულის ენა, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და ინტონაცია ეფექტური კომუნიკაციისთვის.

ექნებათ აუდიტორიის ანალიზისა და ადაპტაციის უნარი.

მონაწილეები ისწავლიან, როგორ გააანალიზონ სხვადასხვა ტიპის აუდიტორია—პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური—და როგორ მოარგონ პრეზენტაცია მათ საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს უნარი დაეხმარებათ აუდიტორიის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით ადაპტაციას და ეფექტურ ინტერაქციას, რაც კომუნიკაციას უფრო ეფექტურს ხდის.

შეძლებენ თვითწარდგენისა და პირადი ბრენდინგის უნარების გაძლიერებას

შეძლებენ საკუთარი თავის ეფექტურ წარმოჩენას სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე. მონაწილეები გაიგებენ, როგორ გამოიყენონ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებები თვითწარდგენისას, ისწავლიან თვითპოზიციონირებას კამერასთან მუშაობისას და გამოიწვევენ აუდიტორიის სოციალურ აქტიობას, რაც პრეზენტაციის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

ექნებათ აუდიტორიაზე ემოციური ზეგავლენის მოხდენის უნარი

კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ ემოციის გამოყენებას, როგორც დარწმუნების სტრატეგიას. ისწავლიან, როგორ გამოიწვიონ სხვადასხვა ემოციები აუდიტორიაში და გამოიყენონ ეს პრეზენტაციის ეფექტურობის გასაზრდელად, ეთიკური კომუნიკაციის ფარგლებში.

ka_GEGeorgian

დარეგისტრირდი კურსზე