fbpx

2 Marijani str., Tbilisi, Georgia

Call Us: +995 598 51 11 51

როგორ შევქმნათ პროფესიონალური სტუდია?

როგორ შევქმნათ პროფესიონალური სტუდია?

თუ გსურთ შექმნათ მაღალი ხარისხის აუდიო და ვიდეო კონტენტი, აუცილებელია პროფესიონალური სტუდიის მოწყობა. თუმცა, ეს პროცესი მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას, სწორად შერჩეულ მოწყობილობებს და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას.


ნაბიჯი 1: კონტენტის განსაზღვრა

პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, რამდენი ადამიანი იქნება სტუდიაში და რა ტიპის გადაცემა იგეგმება. გადაცემის ტიპები შეიძლება იყოს: საინფორმაციო, ინტერაქტიული, დოკუმენტური, სპორტული, ბავშვთა, საგანმანათლებლო, კულინარიული, თოქ-შოუ, თამაშები, კონკურსები და სხვ.


ნაბიჯი 2: სტუდიის ვიზუალი

განსაზღვრეთ, როგორი ვიზუალური ეფექტი გსურთ სტუდიაში. თუ გამოცდილი გუნდი არ გყავთ, შთაგონება მოძებნეთ ინტერნეტში ქართულ და უცხოურ გადაცემებში.
დეკორაცია შეიძლება იყოს მარტივი და ბიუჯეტური ან კომპლექსური და ძვირადღირებული. უმაღლესი ხარისხის მასალა არ არის აუცილებელი. სწორად შერჩეული განათება აუმჯობესებს ვიზუალურ ხარისხს, ფარავს დეკორაციის ნაკლოვანებებს და ხაზს უსვამს სტუდიის ძირითად ელემენტებს.


ნაბიჯი 3: ხარისხი

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის თქვენი აუდიტორია. დღევანდელ პირობებში მაყურებლები იყენებენ მოწყობილობებს, რომლებიც მინიმუმ Full HD (1920 x 1080) გაფართოებას უზრუნველყოფენ, იქნება ეს ტელევიზორი, ტელეფონი, პლანშეტი თუ სხვა მოწყობილობა. შესაბამისად, სტუდიის მიერ წარმოებული კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს ამ სტანდარტს.
გაითვალისწინეთ რომ რეზოლუცია არ არის ერთადერთი პარამეტრი რაც განსაზღვრავს ხარისხს

3.1. Lighting

ნებისმიერ კამერას სჭირდება კარგი განათება. ბაზარზე ხელმისაწვდომია როგორც დაბალბიუჯეტური, ასევე მაღალბიუჯეტური განათების მოწყობილობები, მათ შორის შემავსებელი შუქები და შოუს ვიზუალური ელემენტებისთვის განკუთვნილი სპეციალური განათება. (განათების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენი კურსი).
აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ხარისხის განათება გადამწყვეტია ნებისმიერი ტიპის კამერისთვის, იქნება ეს პროფესიონალური სტუდიური კამერა, კინო კამერა, ბიუჯეტური მოწყობილობა თუ მობილური ტელეფონი. სწორად შერჩეული და გამოყენებული განათება პირდაპირ ახდენს გავლენას ვიზუალური მასალის ხარისხზე და მაყურებლის შთაბეჭდილებაზე.


4. კამერის შერჩევა

კამერის შერჩევა რთული პროცესია და მოითხოვს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას:

4.1. გადაცემას იწერთ თუ გადიხართ პირდაპირ ეთერში
თუ გადაცემას მხოლოდ იწერთ და შემდეგ ამონტაჟებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კამერა, რადგან ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი კამერას ჰქონდეს ვიდეო სიგნალის გამომავალი. ვიდეო სიგნალის გამომავალი შეიძლება იყოს HDMI, SDI, ან IP, ხოლო ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია კამერის ტიპზე.
სტანდარტულად, SDI ან IP არის ყველაზე ბიუჯეტური და მოქნილი ვარიანტები. HDMI-ს შემთხვევაში არსებობს მანძილის შეზღუდვა, რაც დამატებით გარდამქმნელებს ან სპეციალურ კაბელებს საჭიროებს.(სიგნალის გარდაქმნის პროცედურასა და განსხვავებებზე მეტის გასაგებად შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენი კურსი).

4.2. გყავთ თუ არა ოპერატორი
თუ მარტივი გადაცემაა და სტატიკური კადრები მოგწონთ მაშინ არ გჭირდებათ ოპერატორი, ეს გიმცირებთ ხარჯებს და ამარტივებს პროცესს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ PTZ ტიპის კამერები, სადაც შეგიძლიათ დისტანციურად მართოთ 2 ან მეტი კამერა. პრაქტიკაში 1 ადამიანს 6 კამერაზე მეტის მართვა გაუჭირდება თუ ძალიან გამოცდილი არაა.
გაითვალისწინეთ, რომ მართვადი კამერები (PTZ და სხვა) მოიცავს მხოლოდ იმ მოწყობილობებს, რომლებიც უნდა მოძრაობდნენ ან ჰქონდეთ რეგულირებადი ხედვის არე, ხოლო სტატიკური კამერებისთვის მსგავსი ფუნქციები არ არის საჭირო. ეს არჩევანი დამოკიდებულია თქვენს გადაცემის ფორმატსა და მოთხოვნებზე.

4.3. სად ავრცელებთ ვიდეო სიგნალს
თუ თქვენ გეგმავთ ვიდეო სიგნალის მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებას, უმჯობესია კამერა დააყენოთ P (Progressive) რეჟიმზე. ეს რეჟიმი უზრუნველყოფს სიგნალის უკეთეს ხარისხს ინტერნეტ პლატფორმებისთვის, რაც მაყურებლისთვის უფრო კომფორტულია.
თუ ვიდეოს გაშუქებას გეგმავთ კლასიკურ ტელევიზიებსა ან პროვაიდერებზე, რეკომენდებულია I (Interlaced) რეჟიმი, რომელიც ტრადიციული ტელევიზიის სტანდარტებს შეესაბამება.
თუ ორივე ტიპის მაუწყებლობას აპირებთ (ინტერნეტსა და ტელევიზიაში), უმჯობესია გამოიყენოთ I რეჟიმი. ამის შემდეგ, ინტერნეტისთვის სიგნალი შეგიძლიათ ენკოდერის საშუალებით გადაიყვანოთ P რეჟიმზე. ეს უზრუნველყოფს ორივე არხისთვის ოპტიმალურ ხარისხს და თავსებადობას.

4.4. ლინზის პარამეტრები
სტუდიის ზომისა და გადაღების საჭიროებებიდან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი ლინზების შერჩევა. თუ იყენებთ კამერას ინტეგრირებული ლინზით, შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომლის ლინზები იქნება როგორც ფართე კუთხიანი (Wide Angle), ასევე უზრუნველყოფს მაღალ ოპტიკურ ზუმს.

მნიშვნელოვანია:
არ გამოიყენოთ კამერები ზუმის გარეშე ან ციფრული ზუმით, რადგან ეს მნიშვნელოვნად ამცირებს გამოსახულების ხარისხს და დეტალიზაციას. სწორად შერჩეული ლინზები უზრუნველყოფს როგორც ფართო ხედს, ისე დეტალური და მკაფიო კადრების გადაღებას, რაც გადამწყვეტია პროფესიონალური ვიდეოსთვის.


4.5. თანამედროვე ბიუჯეტური ხერხები და ტექნოლოგიები:
არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგია რომელიც შეგიძლიათ გამოყენოთ ბიუჯეტის შესაცმირებალად. მაგალითად აიღოთ კამერა 4K ვიდეოთი და მისგან დააგენერიროთ 2 ან მეტი ვიდეო წყარო. ანუ გაქვთ 1 კამერა, თუმცა ჩანს რომ გაქვთ 2 ან მეტი (არა უმეტესი 4 სა). ამ შემთხვევაში გაქვთ 1 კამერა, თუმცა გჭირდებათ სერვერი რომელიც ამ 4K სიგნალს დაყოფს და იმუშავებს ვიდეო სვიჩერის როლში (ვიდეო სვიჩერებზე ცალკე ვისაუბრებთ). ეს იდეალური გამოსავალია მცირე სტუდიებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიონალური შედეგების მიღწევა ნაკლები ხარჯებით.


4.6. ვიდეო სიგნალის გამომავალი ინტერფეისები

ვიდეო სიგნალის გამოყვანა შეიძლება 3 კლასიკური მეთოდით რომელზეც მოკლედ უკვე ვისაუბრეთ

  • HDMI – High-Definition Multimedia Interface
    HDMI ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო და მცირე მასშტაბის სისტემებში, სადაც მისი ფუნქციები და მარტივი გამოყენება მეტად პრაქტიკულია.
    • პლიუსები: ბიუჯეტური (მოკლე მანძილის შემთხვევაში), მარტივად ხელმისაწვდომი, მარტივი გამოსაყენებელი
    • მინუსები: ძვირია, თუ საჭიროა 10-20 მეტრზე მეტი სიგრძე; არ აქვს კონექტორის შეცვლის შესაძლებლობა; არ აქვს ჩამკეტი მექანიზმი
    HDMI-ს გამოყენება რეკომენდებულია მცირე მანძილზე და ისეთ სიტუაციებში, სადაც საჭირო არ არის პროფესიონალური სამაუწყებლო სტანდარტები. თუმცა, უფრო რთული და გრძელ მანძილზე სამუშაო სისტემებისთვის საჭიროა სხვა ინტერფეისების გამოყენება, როგორიცაა SDI ან IP ტექნოლოგიები, რომელთაც მეტი ფუნქციონალური შესაძლებლობები აქვთ.
  • SDI – Serial Digital Interface
    SDI ინტერფეისი უკვე ათეულობით წელია გამოიყენება პროფესიონალურ სამაუწყებლო სისტემებში. ის უზრუნველყოფს სტაბილურ და მაღალი ხარისხის სიგნალის გადაცემას, რაც მას იდეალურს ხდის ტელევიზიისა და ვიდეო წარმოებისთვის. SDI-ს აქვს მრავალი ქვე-სტანდარტი, რომლებიც დამოკიდებულია სიგნალის ხარისხსა და გამოყენების მოთხოვნებზე:
    • პლიუსები: ბიუჯეტური თუ მანძილი ცდება 10 / 20 მეტრს, მარტივი საშოვნელად, მარტივი მოსამხამარი, გააჩნია ჩამკეტი, იცლვება კონექტორები, მუშაობს 100 მეტრამდე, თავსებადია პროფესიონალური სამაუწყებლო მოწყობილობების უმეტესბასთან
    • მინუსები: ცოდნა ჭირდება კონექტორის დასმას, იყიდება მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ვერ დააერთებთ ფოტოაპარატებზე ან ტელევიზორებზე პირდაპირ.
  • IP Technologies
    დღესდღეობით IP ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, თუმცა სამაუწყებლო IP სიგნალები განსხვავდება სიგნალის გავრცელების ან სტრიმინგისთვის საჭირო პროტოკოლებისგან. დღესდღეისად ლიდერობს ორი ტექნოლოგია: SMPTE 2110 და NDI.
    • SMPTE 2110 SMPTE 2110 ითვლება ტელევიზიის მომავალ სტანდარტად, რომელიც შესაძლოა სრულად ჩაანაცვლებს SDI-ს მომდევნო 5-10 წელიწადში. ST 2110 (იგივე SMPTE 2110) არის არაკომპრესირებული IP სიგნალი, ის არის საკმაოდ რთული მოსამხარად და საჭიროებს სპეციალიზირებულ ტრეინინგს. (ჩვენი კურსი მოიცავს ST 2110 ის ტრეინინგს). გაითვალისწინეთ რომ მოწყობილობების 90% რომელსაც აქვს ST 2110 ის მხარდაჭერა არის ძალიან ძვირადღირებული და საშუალო და მცირე ზომის სტუდიებში არ არის რეკომენდირებული.
    • NDI – Network Device Interface არის IP სიგნალის სტანდარტი, რომელიც მინიმალურ კომპრესიას იყენებს, ისე რომ ვიზუალური ხარისხი ფაქტობრივად უცვლელია (NDI-ის შემქმნელების მიხედვით). ეს ტექნოლოგია ბიუჯეტური, თუმცა კომპლექსური გადაღებისთვისაა იდეალური და მუშაობს სტანდარტულ 1Gb ქსელში, განსხვავებით SMPTE 2110-ისგან, რომელიც მოითხოვს მინიმუმ 40Gb ან რეკომენდირებულად 100Gb ქსელს.

თუ დაინტერესდით და გსურთ მეტი დეტალის გაგება კამერებისა და სტუდიური მოწყობის შესახებ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩვენს კურსზე და გაიაროთ სრული პროგრამა.
დარეგისტრირდი ამ კურსის საშუალებით, მიიღებთ სიღრმისეულ ცოდნას და შესაძლებლობას, გახდეთ სერტიფიცირებული სამაუწყებლო ინჟინერი.

ამით სრულდება ბლოგის პირველი ნაწილი და შემდეგომ ნაწილში განვიხილავთ ვიდეო მიქშერების, აუდიო მიქშერების, მიკროფონების, განათებების, პირდაპირი ტრანსლიაციის და სხვა სისტემების შესახებ.

ka_GEGeorgian