fbpx

2 Marijani str., Tbilisi, Georgia

Call Us: +995 598 51 11 51

კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები:

Play Video

კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს უფრო თავდაჯერებული და გაიუმჯობესოს საჯარო გამოსვლის უნარები პროფესიული წინსვლისთვის და პიროვნული განვითარებისთვის! კურსის შედეგად თქვენ ისწავლით თქვენივე სიტყვების ოსტატურად გამოყენებას მიზნების მისაღწევად, კავშირების დასამყარებლად და გარშემომყოფებზე გავლენის მოსახდენად. ასევე შეისწავლით თვითპოზიციონირებისა და პრეზენტაციის უნარებს, დამარწმუნებელი კომუნიკაციის ხერხებს და კამერასთან მუშაობის ტექნიკას. და რაც ყველაზე მთავარია, ისწავლით როგორ დაძლიოთ საჯარო გამოსვლის შიში, რაც გამომსვლელთა უმრავლესობას აწუხებს!

კურსის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე მიიღებს პროფესიონალურ ვიდეო პორტფოლიოს, რომელიც ასახავს მათ საჯარო გამოსვლის უნარებს რეალურ სტუდიურ გარემოში.

თქვენ ისწავლით როგორც კამერის წინ პრეზენტაციას, ასევე აუდიტორიასთან ურთიერთობას, რაც აუცილებელია თანამედროვე მედია სივრცეში და თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად.

თქვენ შეძლებთ აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას, ნდობის მოპოვებას და ემოციის მართვას აუდიტორიაზე პოზიტიური ზეგავლენის მოსახდენად.

თქვენ ასევე შეძლებთ თვითწარდგენისა და პერსონალური ბრენდინგის უნარების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას.

აითვისებთ კომუნიკაციის ტექნიკებს და გექნებათ აუდიტორიის ანალიზის, მასთან იდენტიფიკაციისა და ადაპტაციის უნარი, ისეთი ხერხების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, თემის აუდიტორიასთან დაკავშირება, იდეების პერსონალიზაცია, კონტრასტული ენა, მენტალური ვიზუალიზაცია და მრავალი სხვა.

იცოდეთ, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს საჯარო გამოსვლის შიში, თქვენ შეგიძლით ის დაძლიოთ პრაქტიკითა და ვარჯიშით.

ინფორმაცია:

  8 ლექცია

 16 საათი

  4 კვირა

ლექტორები

მაკა დარსაველიძე

კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები: ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს გახდეს უფრო თავდაჯერებული და გაიუმჯობესოს საჯარო გამოსვლის უნარები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით როგორც კამერის წინ პრეზენტაციის, ასევე აუდიტორიასთან ეფექტური ურთიერთობის ტექნიკებს. ასევე განავითარებთ თვითწარდგენისა და პერსონალური ბრენდინგის უნარებს.

ვისთვის არის კურსი:

რას მოიცავს პროგრამა?

კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები:

სწავლების უნიკალური სტილი, რომელიც მორგებულია როგორც კამერის წინ პრეზენტაციაზე, ასევე აუდიტორიასთან ურთიერთობაზე, რაც აუცილებელია თანამედროვე მედია სივრცეში წარმატების მისაღწევად.

  • საჯარო გამოსვლა და აუდიტორიასთან ინტერაქცია: სწავლობთ როგორ გადმოსცეთ თქვენი აზრები და მოახდინოთ აუდიტორიაზე ზეგავლენა.
  • თვითპრეზენტაცია და ბრენდინგი: როგორ შექმნათ პირადი ბრენდი, რომელიც დაგეხმარებათ მედია სივრცეში კარიერის ჩამოყალიბებაში.
  • სიტყვით გამოსვლის უნარების გაუმჯობესება: კომუნიკაციის ტექნიკები, აუდიტორიასთან ეფექტური კონტაქტის დამყარება, ემოციური გავლენა და ეფექტური ზემოქმედების სტრატეგიები.
მაკა PNG

მაკა დარსაველიძე

LECTURER

სტრატეგიული კომუნიკაციების ლექტორი, ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სტრატეგიულ კომუნიკაციებს, ჟურნალისტიკას, მენეჯმენტს, საერთაშორისო ურთიერთობებს, მედიასთან ურთიერთობებს, ბიზნეს განვითარებას და აკადემიურ სწავლებას.

კურსის სილაბუსი

კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები (16 საათი)

კვირა 1:

სესია 1 (2 საათი)

თემა: სესია 1 : საჯარო გამოსვლის ტექნიკა და პრეზენტაციის უნარები / როგორ მოვემზადოთ და დავძლიოთ შიში – stage fright!

ძირითადი საკითები:

  • როგორ გამოვიყენოთ სიტყვები ოსტატურად მიზნების მისაღწევად, კავშირების დასამყარებლად და გარშემომყოფებზე გავლენის მოსახდენად
  • კომუნიკაციის ტექნიკები და საჯარო გამოსვლის ხერხები: თანმიმდევრული სისტემა საჯარო გამოსვლის შიშის დასაძლევად და თავდაჯერებულობის ასამაღლებლად
  • როგორ მოვახდინოთ ეფექტიანი კომუნიკაცია საჯარო გამოსვლის ან პრეზენტაციის დროს.
  • თვითწარდგენა / self-presentation, როგორც აუდიტორიისთვის თავის წარდგენის საშუალება:
  • როგორ წარმოვაჩინოთ თავი და რატომ?
  • რომელ აუდიტორიასთან ვისურვებდით პრეზენტაციის წარდგენას და რატომ?
  • რა იქნება პრეზენტაციის ზოგადი და კონკრეტული მიზანი?

სესია 2 (2 საათი)

თემა: აუდიტორიის ტიპები:

ძირითადი საკითები:

  • აუდიტორიის ტიპები – პოზიტიური ნეგატიური, ნეიტრალური – რა უნდა ვიცოდეთ აუდიტორიის შესახებ? / აუდიტორიის წინასწარი შესწავლის ხერხები და მეთოდები.
  • აუდიტორიის რა მახასიათებლებია გასათვალისწინებელი პრეზენტაციის შინაარსობრივი ნაწილის განსაზღვრისას?
  • რა მახასიათებლებით განისაზღვრება აუდიტორიის ტიპი (დამოკიდებულება, ცოდნა, ინტერესი).
  • აუდიტორიასთან ინტერაქცია / როგორ გამოვიყენოთ აუდიტორიასთან ინტერაქციისას სამი მნიშვნელოვანი ტექნიკა – სოციალური აქტიობა, ემოციური გავლენა და სიახლის წარმოჩენა?
  • აუდიტორიის ფსიქოლოგია, ანალიზი და ადაპტაციის პროცესი: როგორ მოვახდინოთ აუდიტორიასთან ადაპტაცია და იდენტიფიკაცია.
  • როგორ გამოვიყენოთ უნივერსალური თემები (პრაქტიკული მაგალითები ბრენდების მარკეტინგული კამპანიებიდან).
  • მოვახდინოთ იდეების პერსონალიზაცია
  • მოვახდინოთ თემის აუდიტორიასთან დაკავშირება

კვირა 2:

სესია 3 (2 საათი)

თემა: საჯარო გამოსვლის ორგანიზება:

ძირითადი საკითები:

  • საჯარო გამოსვლის ორგანიზება და თხრობის ტექნიკა – უკეთესი აღქმისთვის, ეფექტისთვის და შედეგისთვის.
  • ძირითადი ტექსტის მომზადება
  • ტესტიმონიალი, როგორც აუდიტორიაზე ემოციური ზეგავლენის მოხდენის საშუალება.
  • როგორ გამოვიყენოთ ტესტიმონილი აუდიტორიის დარწმუნების მიზნით და მეტი დამაჯერებლობისთვის? გამოვიყენოთ expert testimonial-s და lay / peer testimonial-ს?

სესია 4 (2 საათი)

თემა: საინფორმაციო პრეზენტაცია:

ძირითადი საკითები:

  • როგორ დავგეგმოთ საინფორმაციო პრეზენტაცია და განვსაზღვროთ საინფორმაციო პრეზენტაციის მიზნები.
  • როგორ უნდა პასუხობდეს საინფორმაციო პრეზენტაცია ადამიანის ყოველდღიურ საჭირობებს (in-basket agenda-ს)?
  • როგორია აუდიტორიის პოზიტიური მოტივაციის თავისებურებები.
  • ლაკონური და თანმიმდევრული გადმოცემის უნარები, რომელიც ინფორმირებაზეა ორიენტირებული და არა დარწმუნებაზე.

კვირა 3

სესია 5 (2 საათი)

თემა: დამარწმუნებელი პრეზენტაცია

ძირითადი საკითები:

  • რა განსხვავებაა ეთიკურ და არაეთიკურ დარწმუნებელი კომუნკაციის მეთოდებს შორის.
  • დარწმუნებელი კომუნიკაციის ძირითადი ფაქტორები (მაგალითად: სანდოობა, ემოციური ზემოქმედება, ლოგიკა).
  • არგუმენტაციის რა მეთოდები გამოიყენება სამოტივაციო პრეზენტაციის დროს?
  • როგორ მოვახდინოთ მოტივაციო პრეზენტაციის ორგანიზება და რა ხერხები არსებობს პრეზენტაციის ორგანიზებისთვის? (ოთხი ხერხი)
  • როგორ რეაგირებენ ადამიანები მათი შეხედულებების საწინააღმდეგო / დისონანსურ მოსაზრებებზე და რა შემთხვევაში ხდება დისონანსის შედეგად დამოკიდებულების შეცვლა?

სესია 6 (2 საათი)

თემა: ემოცია, როგორც დარწმუნების სტრატეგია

ძირითადი საკითები:

  • დარწმუნების სტრატეგია და აუდიტორიაზე ემოციური ზემოქმედება
  • როგორ ხდება აუდიტორიაზე ემოციური ზემოქმედება სხვადასხვა ემოციის გამოწვევით და რომელი ემოციის გამოწვევა ხდება ყველაზე ხშირად დამარწმუნებელ კომუნიკაციაში
  • ემოცია, როგორც დარწმუნების სტრატეგია თუ არაეთიკური კომუნიკაცია?
  • - როგორ გამოიყენება დარწმუნების სტრატეგიაში fear appeal. (კონკრეტული მაგალითები კერძო კომპნიების და საჯარო პირების PR კამპანიებიდან). ხდება თუ არა ამ მეთოდის არაეთიკურად გამოყენება და რა შემთხვევაში?

კვირა 4:

სესია 7 (2 საათი)

თემა: არავერბალური კომუნიკაცია:

ძირითადი საკითები:

  • არავერბალური კომუნიკაცია, როგორც აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამატებითი საშუალება
  • - როგორ დავიცვათ ბალანსი ფორმასა და შინაარსს, არავერბალურ და ვერბალურ კომუნიკაციას შორის (Delivery style)
  • უკუკავშირი პრეზენტაციის მიმდინარეობისას
  • იმპროვიზაციის სტრატეგიები მოულოდნელი ცვლილებებისა და გაუთვალისწინებელი მოვლენების ეფექტურად სამართავად.

პროექტის მომზადება

  • საბოლოო კვირა: კურსის შეჯამება და პროექტის პრეზენტაცია
  • კურსის შემაჯამებელი პროექტი იქნება ვიდეო პორტფოლიოს შექმნა, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილეს საჯარო გამოსვლის უნარებს.
  • სტუდიურ გარემოში გადაღებული ვიდეო პორტფოლიო მონაწილეს გადაეცემა კურსის დასრულების შემდეგ.
  • ეს პორტფოლიო იქნება თქვენი უნარების ნათელი დემონსტრაცია, რომელიც გამოაჩენს თქვენს თავდაჯერებულობას, კომუნიკაციის სტილსა და პროფესიულ მზაობას.
  • საბოლოოდ: პროექტების შეფასება, უკუკავშირი და კარიერული რეკომენდაციები.
  •  

კურსის ღირებულება 600 GEL

  • განაცხადის პროცესი:

    • ნაბიჯი 1: რეგისტრაცია
    • ნაბიჯი 2: შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

კურსის შეფასება:

  • მონაწილეობა და დასწრება: 20% 20%
  • დავალებები და სემინარები: 30% 30%
  • პროექტი (ტექნიკური): 25% 25%
  • ფინალური პრეზენტაცია (კომუნიკაცია): 25% 25%

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი

  • საერთო ხანგრძლივობა: 4 კვირა
  • შეხვედრები კვირაში: 2 დღე
  • საათები თითო შეხვედრაზე: 2 საათი
  • Module: 8 ლექცია

სასწავლო გარემო თეორიის და პრაქტიკის კომბინაცია, პროფესიონალურ სტუდიაში მუშაობის შესაძლებლობა.

  • სტუდენტები და კურსდამთავრებულები (მედია, კომუნიკაციის, ინჟინერიის ან მონსათესავე სფეროები):
    რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და უნარების განვითარებას კარიერული წარმატებისთვის. სურთ გააძლიერონ თავიანთი რეზიუმე და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები.

    სარგებელი მათთვის: რეალური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც დაეხმარება კარიერული გზის დასაწყებად. ნეთვორქინგის შესაძლებლობები სფეროს წამყვან პროფესიონალებთან.

  • მომავალი მედია პროფესიონალები:
    ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ მედია და მაუწყებლობის სფეროში, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება ან ცოდნა. ახალი კარიერის მაძიებლები, რომლებსაც სურთ ახალი მიმართულებით განვითარება.

    სარგებელი მათთვის: ტექნიკური და კომუნიკაციის უნარების კომბინაცია, რაც მათ გამოარჩევს შრომით ბაზარზე. პრაქტიკული პროექტები, რომლებიც დაეხმარებათ პორტფოლიოს შექმნაში.

  • ვლოგერები და კონტენტ კრეატორები:
    YouTube-ის, TikTok-ის და სხვა პლატფორმების კონტენტის შემქმნელები, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ტექნიკური უნარები და კონტენტის ხარისხი. პოდკასტერები და ბლოგერები, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი აუდიტორია.

    სარგებელი მათთვის: აუდიო და ვიდეო წარმოების ტექნიკური ცოდნის გაღრმავება. კამერის წინ პრეზენტაციის უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს აუდიტორიასთან უკეთეს კომუნიკაციას.

  • მედია პროფესიონალები, რომლებსაც სურთ უნარების განახლება:
    ჟურნალისტები, რედაქტორები, ოპერატორები და სხვა მედია პროფესიონალები, რომლებსაც სურთ შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები და ტენდენციები. ტექნიკური პერსონალი, რომელსაც სურს გააფართოვოს თავისი უნარების სპექტრი.

    სარგებელი მათთვის: ახალი ტექნოლოგიების და მაუწყებლობის თანამედროვე ტენდენციების გაცნობა. კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება, რაც დაეხმარება პროფესიულ ზრდაში.

  • მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტები:
    მარკეტინგის, PR-ის და კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ კონტენტის შექმნის და მიწოდების უნარები. სოციალური მედიის მენეჯერები, რომლებიც ცდილობენ შექმნან უფრო ეფექტური ვიზუალური და აუდიო კონტენტი.

    სარგებელი მათთვის: მედია წარმოების ტექნიკური უნარების ათვისება. დამაჯერებელი კომუნიკაციის და საჯარო გამოსვლის ტექნიკების განვითარება.

  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს:
    ყველა, ვისაც აინტერესებს მაუწყებლობის ტექნიკური და კონტენტური ასპექტები, მიუხედავად გამოცდილებისა. კრეატიული ადამიანები, რომლებიც ეძებენ ახალ გზებს თავიანთი იდეების გამოსახატავად.

    სარგებელი მათთვის: ახალი უნარების აღმოჩენა და განვითარება. პირადი და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები:
მონაწილეები დაძლევენ საჯარო გამოსვლის შიშს (stage fright) და გაიუმჯობესებენ თავდაჯერებულობას.

ისინი დაეუფლებიან კომუნიკაციის ტექნიკებს, რომლებიც საშუალებას მისცემთ ოსტატურად გამოიყენონ სიტყვები მიზნების მისაღწევად, კავშირების დასამყარებლად და გარშემომყოფებზე გავლენის მოსახდენად. გაიგებენ, როგორ გამოიყენონ თვალებით კონტაქტი, სხეულის ენა, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და ინტონაცია ეფექტური კომუნიკაციისთვის.

ექნებათ აუდიტორიის ანალიზისა და ადაპტაციის უნარი.

მონაწილეები ისწავლიან, როგორ გააანალიზონ სხვადასხვა ტიპის აუდიტორია—პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური—და როგორ მოარგონ პრეზენტაცია მათ საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს უნარი დაეხმარებათ აუდიტორიის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით ადაპტაციას და ეფექტურ ინტერაქციას, რაც კომუნიკაციას უფრო ეფექტურს ხდის.

შეძლებენ თვითწარდგენისა და პირადი ბრენდინგის უნარების გაძლიერებას

შეძლებენ საკუთარი თავის ეფექტურ წარმოჩენას სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე. მონაწილეები გაიგებენ, როგორ გამოიყენონ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებები თვითწარდგენისას, ისწავლიან თვითპოზიციონირებას კამერასთან მუშაობისას და გამოიწვევენ აუდიტორიის სოციალურ აქტიობას, რაც პრეზენტაციის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

ექნებათ აუდიტორიაზე ემოციური ზეგავლენის მოხდენის უნარი

კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ ემოციის გამოყენებას, როგორც დარწმუნების სტრატეგიას. ისწავლიან, როგორ გამოიწვიონ სხვადასხვა ემოციები აუდიტორიაში და გამოიყენონ ეს პრეზენტაციის ეფექტურობის გასაზრდელად, ეთიკური კომუნიკაციის ფარგლებში.

ka_GEGeorgian

დარეგისტრირდი კურსზე